воскресенье, 12 марта 2017 г.

შეფასებები

  პროექტის სამივე ეტაპზე   მნიშვნეოვანია შეფასებები.
პროექტის დასაწყისში  გონებრივი იერიშის  მეთოდებით გავმართავ  დისკუსიას ზოგად შეკითხვებზე.
ვმვ-ს სქემის გამოყენებით დავადგენ რა იციან  მოსწავლეებმა სტიქიური მოვლენების შესახებ.
 პროექტზე მუშაობისას მუდმივად  გამოვიყენებ თანატოლთა უკუკავშირის მეთოდს, რომლის  დახმარებით
მოსწავლეებს მივცემ საშუალებას შეაფასონ თანატოლები  და მისცენ ერთმანეთს რჩევები.
  ჯგუფური მუშაობის დროს  ჯგუფზე დაკვირვების შეფასების ჩეკლისტების  გამოყენებით მუდმივად დავაკვირდები მოსწავლეთა თანამშრომლობის კომუნიკაციის  უნარებს.
   თითოეული  აქტივობის შემდეგ მოსწავლეებს გავაკეთებინებ თვითშეფასებას  კითხვარის გამოყენებით,ეს განუვითარებთ მათ თვითრეგულირებადი სწავლის უნარებს.

 მთელი პროექტის მანძილზე პროგრესის მონიტორინგის მიზნით ვაწარმოებ  არაფორმალურ დაკვირვებას მონიტორინგის რვეულში.

Комментариев нет:

Отправить комментарий